იათაშვილი შოთა
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა (02.IX, 1966, თბილისი). ქართვ. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი. ლიტ. პრემია ,,საბას“ ლაურიატი (2005), წლის საუკეთესო პოეტური კრებ. ნომინაციაში.  დაამთავრა თსუ-ის  მექან.-მათ. ფაკ.-ტი (1988),  შემდეგ კი საზ. პროფ. ფაკ-ტის კინოსარეჟ. კურსები (1990).  ი. შ. იყო 46-ე საშ. სკოლის მათ. მასწავლებელი (1989-1990); კინოსტუდიის რეჟ. ასისტენტი (1990-1991);  ტელეკომპანია „იბერვიზიის“ რეჟ. (1992); ლიტ. გაზ. „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედ.(1993-1997);  თბილ. პერფორმანსის თეატრ. რეჟ. და მსახიობი  (1994-1996);  გაზ. „სერაფიმის თეატრის“ მთ. რედ. (1995-1997);  ჟურნ. „სტუდიის“ ლიტ. ნაწილის გამგე (1997-2000);  გამომც. „კავკასიური სახლის“ რედ. (2003). იგი ავტორია 8 პოეტური და მოთხრ. 3 კრებ. მისი პოეტური დებიუტი „სიკვდილის ფრთები“ გამოიცა (1993).  მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბ., ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშ. პოეტურ ფესტივალებში: ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმინეთი , (2006); EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006); Poetry International (როტერდამი,2007); V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007,2009); SOTZIA (ტალინი, 2008, „პოეზიის დღეები“ (რიგა, 2008); Киевские лавры (კიევი, 2009) და სხვა. ქართულად თარგმნა სიუზან სონტაგისა და ამერ. პოეტების შემოქმედება. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა: საერთაშ. პრემია „Киевские лавры“ (2009) და ლიტ. პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა (ლიტ. კრიტ. ნაშრომისათვის „დალაგება“, 2010)- 2011-ში;

თხზ.: იათაშვილი, შ. (1994). საღეჭი რეზინი: ლექსები. თბ.; იათაშვილი, შ. (1998). კონტრაჟური : მოთხრობა. თბ., მერანი; იათაშვილი, შ. (2000). ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი: მოთხრობა. თბ., კავკასიური სახლი;  იათაშვილი, შ. (2004). ფანქარი ცაში: ლექსები. თბ., კავკასიური სახლი, ISBN: 9992871539; იათაშვილი, შ. (2005). ფოტომამები: მოთხრობა. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9994030469; იათაშვილი, შ. (2006). სანამ დროა:  ლექსები. თბ., სიესტა, ISBN 9994088106;  იათაშვილი, შ. (2018). აღდგომა. თბ.; იათაშვილი, შ. (2021). პასუხის მოლოდინში. თბ.; იათაშვილი, შ. (2023). სიყვარული ქვედხედში:  მოთხრობა. თბ.; იათაშვილი, შ. (2023). ჩასაფრება: ლექსები. ქუთაისი.